ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბორის აკუნინი: მაქვს განცდა, რომ ორბანი ღირსეულად მიდის და ტიპური ავტორიტარული მმართველებისგან განსხვავებით სკამს არ ებღაუჭება. მეგონა, რომ უნგრეთში დემოკრატია მკვდარი იყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ცოცხალი ყოფილა და მან გაიმარჯვა

ბორის აკუნინი: მაქვს განცდა, რომ ორბანი ღირსეულად მიდის და ტიპური ავტორიტარული მმართველებისგან განსხვავებით სკამს არ ებღაუჭება. მეგონა, რომ უნგრეთში დემოკრატია მკვდარი იყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ცოცხალი ყოფილა და მან გაიმარჯვა
ქართული წარმოშობის რუსულენოვანი მწერალი გრიგორი ჩხარტიშვილი, იგივე ბორის აკუნინი, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ვიქტორ ორბანის პარტიის დამარცხებას ეხმაურება:
🗯️ "მე, ჩემს მთელ "ფრენდლისტთან" ერთად, ბედნიერი ვარ უნგრეთის გამო. ორბანი ნამდვილად არ მომწონდა. საკმარისად ვნახე კარიკატურები, სადაც მას უკანალში ურტყამენ და წყევლიან. ორბანი ნამდვილად იმსახურებს ასეთ მოპყრობას. უნგრეთში მყავს მეგობრები, რომლებმაც მითხრეს, რამდენად ცუდად წავიდა იქ საქმე ბოლო წლებში. თუმცა, სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ მაქვს განცდა, რომ ორბანი ღირსეულად მიდის და ტიპური ავტორიტარული მმართველებისგან განსხვავებით სკამს არ ებღაუჭება.
რაც მთავარია, მეგონა, რომ უნგრეთში დემოკრატია მკვდარი იყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ცოცხალი ყოფილა და მან გაიმარჯვა", — წერს აკუნინი სოციალურ ქსელში.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.