არქივი14 დეკემბერი, 2023, 18:55
ბორელი: დღეს ჩვენ გადავდგით ისტორიული ნაბიჯი უფრო ძლიერი ევროპული ოჯახისაკენ
დღეს ჩვენ გადავდგით ისტორიული ნაბიჯი უფრო ძლიერი ევროპული ოჯახისაკენ - უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკების გახსნით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მოლაპარაკებების გახსნით, მას შემდეგ რაც მიიღწევა წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის აუცილებელი ხარისხი.
ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება ადასტურებს ჩვენი პარტნიორების ერთგულებასა და თავდადებას ჩვენი საერთო ღირებულებებისა და ევროკავშირის რეფორმების მიმართ.
ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ერთიანი, აყვავებული და სტაბილური ევროპისკენ.
არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.