ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბორელი და ევროკომისია: განვიხილავთ ყველა ვარიანტს რეაგირებისთვის

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი და ევროკომისია ოცნების მიერ რუსული კანონის მიღებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.
გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირის ქვეყნები ყველა ვარიანტს განიხილავენ რუსული კანონის მიღებაზე რეაგირებისთვის.
"ევროკავშირი ღრმა მწუხარებს გამოთქვამს, რომ საქართველომ გადაწყვიტა გადაელახა პრეზიდენტის ვეტო "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონზე და უგულებელყო ვენეციის კომისიის დეტალური სამართლებრივი არგუმენტები, რაც კანონს გაუქმების მკაფიო რეკომენდაციას იძლევა.
ევროკავშირმა არაერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ეწინააღმდეგება ევროკავშირის ძირითად პრინციპებსა და ღირებულებებს.
მისი ამოქმედება იწვევს ევროკავშირის ლიდერების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სტატუსის შესახებ კომისიის რეკომენდაციის ცხრა ნაბიჯიდან სულ მცირე სამში უკან დახევას (დეზინფორმაციაზე; პოლარიზაციაზე; ფუნდამენტური უფლებებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართულობაზე)და უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს გზაზე ევროკავშირისკენ.
უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღმა, აქამდე არასაკმარისი პოლიტიკური ყურადღება იყო გამახვილებული ცხრა საფეხურის არსებითი პროგრესის მიმართ.
მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეცვალოს ეს ტენდენცია და დაუბრუნდეს ევროკავშირის გზას. ჯერ კიდევ არის დრო დინამიკის შესაცლელად, მაგრამ საჭიროა ხელისუფლების მტკიცე ერთგულება.
ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები განიხილავენ ყველა ვარიანტს ამ მოვლენებზე რეაგირებისთვის.
ჩვენ ვაგრძელებთ ქართველი ხალხის გვერდით დგომას და ვაღიარებთ მათი აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანს მათი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის"- ნათქვამია განცხადებაში.
ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.