ბორელის თქმით, ევროკავშირმა “მეტი და უფრო სწრაფად” უნდა გააკეთოს უკრაინის მხარდასაჭერად

ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ხელმძღვანელის, ჟოზეპ ბორელის თქმით, ბლოკის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები 22 იანვარს ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ახლა არ არის უკრაინისთვის დახმარების შემცირების დრო.
“პირიქით, ჩვენ მეტი და უფრო სწრაფად უნდა გავაკეთოთ… ფინანსურ რესურსებთან, სამხედრო აღჭურვილობასთან, სამხედრო წვრთნასთან და უკრაინის თავდაცვის ყველა საჭიროებასთან დაკავშირებით. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას დაგეგმილ დახმარებაზე” – თქვა ბორელმა შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
ამასთან, ბორელმა გამოაცხადა, რომ თებერვლის მეორე კვირაში უკრაინაში ჩავა – თუმცა არ დაუკონკრეტებია ვიზიტის თარიღი, ან ვისთან გამართავს შეხვედრას.
მიმდინარე წელს ეს იყო ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი შეხვედრა, განხილულ თემებს შორის იყო უკრაინაში და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომები.
შეხვედრის დაწყებამდე ბორელმა თქვა, რომ რუსეთის ძალებისგან უკრაინის თავდაცვა ევროკავშირისთვის მთავარ პრიორიტეტად რჩება და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტები არ გამოიწვევს ამ საკითხიდან ყურადღების გადატანას.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: და რაკი წერა კითხვაზეც მწყრალად ხართ, ვიდრე მიჩივლებთ, ვინმეს ილია ჭავჭავაძის “კაცია ადამიანი” წააკითხეთ თქვე საწყლებო, იქ წერია ეგ სუტ კნეინა ვინც იყო და რასაც ნიშნავს! (ვიდეო)

ლაშა ფარულავა – 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელია არა გახარია ან ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილია, ის არის ამ ორკესტრის დირიჟორი და ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს – დღეს, ყველას გეპატიჟებით „ღირსების მარშზე“

ქეთევან შავლიაშვილი: 72 წლის ექიმისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯა არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოებისა და პროფესიული ღირსების შეურაცხყოფა