ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბოლო 9 თვეში საქართველოდან ვაშლის ექსპორტი თითქმის 15 ათასი ტონით გაიზარდა

ბოლო 9 თვეში საქართველოდან ვაშლის ექსპორტი თითქმის 15 ათასი ტონით გაიზარდა

გარემოს დასცისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2024 წლის 1 აგვისტოდან 2025 წლის 23 აპრილის პერიოდში, საქართველოდან 17.2 ათასი ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა. პროდუქციის ღირებულებამ 10.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ვაშლის რაოდენობა 15.0 ათასი ტონით (7.6-ჯერ), ხოლო ექსპორტის ღირებულება 9.4 მლნ აშშ დოლარით (7.4-ჯერ) გაიზარდა. საანგარიშო პერიოდში ვაშლის საშუალო საექსპორტო ფასმა კილოგრამზე 0.63 აშშ დოლარი შეადგინა.
ვაშლი ექსპორტზე ძირითადად რუსეთში (17 095 ტონა), ყაზახეთში (60 ტონა), ბელარუსში (39 ტონა), თურქეთსა (21 ტონა) და სომხეთში (11 ტონა) გავიდა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.