ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბოლო 5 წელში მზესუმზირას იმპორტი 2 მილიონი კგ-ით შემცირდა

საქსტატის მონაცემების თანახმად ბოლო 5 წელში მზესუმზირას იმპორტი 2 მილიონი კილოგრამით შემცირდა.
ქვეყანაში 2019 წელს 7 417 790 დოლარის ღირებულების 9 365 740 კგ მზესუმზირა (მზესუმზირის თესლი, დამსხვრეული ან დაუმსხვრეველი) შემოვიდა. 2023 წელს კი 5 000 050 დოლარის ღირებულების 7 045 430 კგ მზესუმზირა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბოლო 5 წელში მზესუმზირის იმპორტი 2 320 310 კგ-ით შემცირდა.
მთავარი იმპორტიორი ქვეყნები უკრაინა და რუმინეთი არიან.
იმპორტირებული მზესუმზირის რაოდენობა წლების მანძილზე შემდეგნაირად გამოიყურება:
2019 - 7 417 790 დოლარის ღირებულების 9 365 740 კგ მზესუმზირა
2020 - 4 868 700 დოლარის ღირებულების 6 846 550 კგ მზესუმზირა
2021 - 4 180 230 დოლარის ღირებულების 4 668 150 კგ მზესუმზირა
2022 - 5 129 990 დოლარის ღირებულების 6 310 120 კგ მზესუმზირა
2023 - 5 000 050 დოლარის ღირებულების 7 045 430 კგ მზესუმზირა

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.