ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბოლო 5 თვეში, თბილისში ბინის იჯარის ფასი კვადრატულზე $10-ია - Galt&Taggart

Galt&Taggart-ის 2024 წლის მაისის განახლების მიხედვით, იჯარის ფასების წონასწორობის ახალი წერტილი ბოლო 5 თვის განმავლობაში კვადრატულზე 10 აშშ დოლარის ფარგლებშია. შესაბამისად, 2024 წლის მაისში თბილისში საშუალო ზომის ბინის ქირა წინა თვის დონეზე დარჩა (კვადრატულზე 9.9 აშშ დოლარი). სამშენებლო ნებართვები 2024 წლის პირველ 5 თვეში 95 ახალი ნებართვა გაიცა საცხოვრებელი პროექტების მშენებლობისთვის. ამ ნებართვების ჯამური საცხოვრებელი ფართობი 811,613 მ 2 -ს შეადგენს (-3.1% წ/წ). დიდი დიღომი, საბურთალო და სამგორი სამშენებლო ნებართვების მხრივაც, როგორც გაყიდვების შემთხვევაში, ყველაზე პოპულარულია.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.