ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბოლო 4 წლის განმავლობაში საქართველოში 150,000 - ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა, სიღარიბე კი განახევრდა - ვახტანგ ცინცაძე

ბოლო 4 წლის განმავლობაში საქართველოში 150,000 - ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა, სიღარიბე კი განახევრდა - ვახტანგ ცინცაძე

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ ბოლო 4 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები შეაფასა. მისი თქმით, საანგარიშო პერიოდში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ, საშუალოდ, 9,7 პროცენტი შეადგინა და ამ მაჩვენებლით საქართველო გლობალურად ერთ-ერთი ლიდერია ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, 4 წლის პერიოდში ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი, ფაქტობრივად გაორმაგდა და თითქმის 25,000 ლარს გაუტოლდა. „აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური ზრდა ამ პერიოდის განმავლობაში საკმაოდ დივერსიფიცირებული იყო. ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა როგორც ტრანსპორტისა და დასაწყობების, ასევე ინფორმაციისა და კომუნიკაციების, ვაჭრობის, მშენებლობის და სხვა სექტორებმა. ყოველივე ზემოაღნიშნულის შედეგად, საქართველოში ბოლო 4 წლის განმავლობაში 150,000 - ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა, ხოლო სიღარიბის დონე ისტორიულ მინიმუმადე შემცირდა,“ - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ. მისი თქმით, ბოლო 4 წლის განმავლობაში სიღარიბის დონე თითქმის განახევრდა და 9,4 პროცენტს გაუტოლდა. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ბოლო 4 წელიწადში სიღარიბეს თავი 445,000-მა ადამიანმა დააღწია.
„ჩვენი მოლოდინია, რომ აღნიშნული პოზიტიური ტენდენციები ეკონომიკური ზრდის მიმართულებით 2025 წელს და მომავალ წლებშიც გაგრძელდება. მათ შორის, აღნიშნულს ადასტურებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასება, რომლის მიხედვითაც 2025 - 29 წლებში საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ექნება.
ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.