ბოლო 24 საათში გზის გადაკეტვისა და სახის დაფარვისთვის 12 პირი დავაკავეთ – შსს

შსს-ს თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, “შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის” 12 პირი: ც.ჟ., კ.მ., გ.თ., მ.ჩ., ა.ვ., გ.ვ., გ.წ., ი.წ., ბ.ჩ., ლ.უ., ლ.მ., და ა.გ. დააკავეს.
“აქციის მონაწილეები, რომლებიც რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე იკრიბებიან, კვლავ აგრძელებენ კანონსაწინააღმდეგო ქმედებების განხორციელებას, სიმცირის მიუხედავად, ხელოვნურად კეტავენ საავტომობილო გზას და აფერხებენ ტრანსპორტის მოძრაობას. ასევე, დემონსტრანტების ნაწილს შენიღბული აქვს სახე რაც, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს.
შევახსენებთ სამართალდამრღვევ პირებს, იმ შემთხვევაში თუ ისინი განმეორებით ჩაიდენენ მსგავს უკანონო ქმედებას, მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, დაიცვან კანონის მოთხოვნები, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართალდამცველები იმოქმედებენ კანონის შესაბამისად-მოახდენენ სამართალდამრღვევი პირების იდენტიფიცირებას და მათ მიმართ გაატარებენ კანონით განსაზღვრულ შესაბამის ზომებს”. – წერს შსს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი – ავტოკრატიულ სისტემას ოპონენტებთან წითელი ხაზები აღარ აქვს, ამიტომ ბარამიძის დაპატიმრება მოსალოდნელი იყო – განსაკუთრებული პოლიტიკური სიბოროტე და იურიდიული აბსურდული ბრალდებაა, თითქოს მან საქართველოს „ღალატი“ ჩაიდინა