ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბოლო 20 წლის განმავლობაში, მესამე გლობალური რეცესია გველის - AXIOS

ბოლო 20 წლის განმავლობაში, მესამე გლობალური რეცესია გველის - AXIOS

მსოფლიო ეკონომიკის რეცესიაში „ჩაძირვისთვის“ საჭირო იქნება უზარმაზარი ეკონომიკური შოკი. ამის შესახებ axios-ი წერს.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ასეთი მოვლენა 2-ჯერ მოხდა — 2008 წლის ფინანსური კრიზისი და 2020 წლის COVID-19-ის პანდემია. თუ ტრამპის ტარიფები ძალაში დარჩება და მიზნობრივი ქვეყნების მხრიდან საპასუხო მოქმედებებს შეხვდება, ეს 17 წლის განმავლობაში მესამე ძლიერ “ეკონომიკურ მიწისძვრას” გამოიწვევს.
ამერიკელ იმპორტიორებს წელიწადში დაახლოებით 1 ტრილიონი დოლარის გადახდა მოუწევთ, რაც ერთ ოჯახზე დაახლოებით $7300 დოლარს უდრის. თუმცა როგორც გამოცემა წერს, ალბათ რეალურად ეს არც მოხდება, რადგან ბევრი პროდუქტის იმპორტი უბრალოდ აღარ იქნება, რაც დეფიციტსა და ფასების მნიშვნელოვან ზრდას გამოიწვევს.
Axios-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ამერიკელი ფინანსისტები და ეკონომისტები აღნიშნავენ, რომ ტრამპის მიერ მხოლოდ ჩინეთზე დაწესებულმა ტარიფებმა შეიძლება მნიშვნელოვნად გააუარესოს სიღარიბის დონე მთელ მსოფლიოში.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.