ბოლო წლებში, მნიშვნელოვნად არის შემცირებული როგორც სიღარიბის, ასევე უმუშევრობის დონე – ზურაბ აზარაშვილი

ჯანდაცვის მინისტრის, ზურა აზარაშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაიწყო პროექტი, რომელიც სოციალურად დაუცველ ადამიანებს დასაქმებაში ეხმარება, ხოლო სახელმწიფო გარანტიას აძლევს, რომ ოთხი წლის განმავლობაში, მათ სოციალურ სტატუს არ გადაამოწმებს.
მინისტრის განცხადებით, პროექტის ფარგლებში, დღეისთვის 32 000 ადამიანია დასაქმებული, ხოლო სხვადასხვა სპეციალიზაციის მიმართულებით, დაახლოებით 12 000 ვაკანსიაა გამოცხადებული.
როგორც აზარაშვილმა აღნიშნა, ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში სიღარიბისა და უმუშევრობის დონე შემცირებულია.
“გასულ წელს, პრემიერის ინიციატივით დავიწყეთ მასშტაბური პროექტი, რომელიც საზოგადოებრივ სამუშაოებზე სოციალურად დაუცველების დასაქმებას ეხებოდა. გარანტია მივეცით, რომ მათ სოციალურ მდგომარეობასა და მათი ოჯახის წევრების მდგომარეობას არ გადავამოწმებდით ოთხი წლის განმავლობაში. შესაბამისად, შეეძლოთ საზოგადოებრივი დასაქმების პროექტში მიეღოთ მონაწილეობა.
დღეისთვის, 32 000 ადამიანი გვყავს საქართველოს 80 სხვადასხვა მუნიციპალიტეტში[დასაქმებული] და შესაბამისად, ყოველთვიური დანამატი, რასაც გამოიმუშავებს და სოციალური დახმარება, რასაც იღებდა რჩება. ასევე რჩება სხვადასხვა ბენეფიტები ჯანდაცვასთან, ტრანსპორტთან თუ ა.შ როგორც თვითონ, ასევე ოჯახის წევრებს. ძალიან კარგი რაც არის, ბევრის გადადინება ხდება კერძო სექტორში ანუ აქ, რამდენიმეთვიანი მუშაობის შემდეგ, ძალიან დიდი მოთხოვნაა კერძო სექტორში დასაქმების.
დაახლოებით 12 000 ვაკანსია გვაქვს დღეისთვის სხვადასხვა სპეციალიზაციის შესაბამისად. აქედან ვახდენთ იმ ვაკანსიებზე სხვადასხვა კადრების შეთავაზებას.
დასაქმების ფორუმებზეც, ამ მიმართულებით გადაიდგა ძალიან ბევრი ნაბიჯი, ასევე სხვადასხვა გადამზადების პროგრამები გვაქვს, სადაც რამდენიმეთვიანი გადამზადების შემდეგ, ვთავაზობთ სხვადასხვა კომპანიებში დასაქმებას. შესაბამისად, ამ მიმართულებითაც ძალიან ბევრს ვაკეთებთ. ბოლო წლებში მნიშვნელოვნად არის შემცირებული როგორც სიღარიბე, ასევე უმუშევრობაც”, – განაცხადა ზურა აზარაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია მარტა კოსის განცხადებაზე: ბრიუსელის დღევანდელი მმართველობითი ელიტა პირდაპირ აფინანსებს და პოლიტიკურად ლობირებს იმ ომს, რისი სლოგანიც მათი მხრიდან არის – ომი და თავდადება

პრემიერი – შევუერთდით 3 სხვადასხვა დეკლარაციას, რომელიც უკავშირდება კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებს, მომავალშიც გავაგრძელებთ მჭიდრო პარტნიორობას ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ამ საკითხებთან დაკავშირებით, საქართველო თავიდან ბოლომდე იქნება ჩართული შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში

ირაკლი კობახიძე – არიან ადამიანები, რომელთათვისაც, როგორც ჩანს, კორუფცია არის ორგანული და მათ არც კი ესმით, რატომ შეიძლება, ხალხი და მათ შორის გუნდი იყოს გაბრაზებული გუნდის ყოფილ ლიდერზე