პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბოლო ათ წელში უცხოური ინვესტიციების ნახევარზე მეტი ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში ჩაიდო

ბოლო ათ წელში უცხოური ინვესტიციების ნახევარზე მეტი ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში ჩაიდო

უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში ევროკავშირის ქვეყნები და გაერთიანებული სამეფო ჭარბობდა, - ამის შესახებ კვლევითი ინსტიტუტი Gnomon Wise იუწყება.
პუბლიკაციის მიხედვით, რუსეთს მხოლოდ და მხოლოდ 4% ეჭირა, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ რუსეთი ინვესტორი ქვეყანა არასდროს ყოფილა.
"თუნდაც მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ ე.წ. არგაღიზიანების პოლიტიკა აწარმოვა და რუსეთზე დამოკიდებულება, ექსპორტ-იმპორტის კუთხით, მკვეთრად გაიზარდა. იმავეს თქმა შეიძლება ჩინეთზეც, რომლის ინვესტიციების წილი, 2014-2023 წლებში, კიდევ უფრო დაბალი, 3%-ია.
რაც შეეხება სექტორების წილს, უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა ლიდერობდა, რასაც მოჰყვებოდა საფინანსო სექტორი, ენერგეტიკა, უძრავი ქონება, დამამუშავებელი მრეწველობა და მშენებლობა. სოფლის მეურნეობა კი მთლიანი ინვესტიციების დაახლოებით 0% იყო, რაც ე.წ. სოფლის მეურნეობის სახელმწიფო პოლიტიკის განუსაზღვრელად დიდ წარუმატებლობაზე მიუთითებს.
რაც შეეხება 2024 წლის 9 თვის შედარებას 2023 წლის 9 თვესთან, ორივე წელს სოფლის მეურნეობა კვლავ ყველაზე წარუმატებელ სექტორად რჩება და მისი წილი 0%-ს შეადგენს. პირველ ადგილზეა საფინანსო სექტორი 41%-იანი წილით, რასაც ენერგეტიკის სექტორი (16%), დამამუშავებელი მრეწველობა (15%) და ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა მოჰყვება (14%)," - წერია დოკუმენტში.
პუბლიკაციის მიხედვით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები სექტორებზე შემდეგი პროპორციით გადანაწილდა (2014-2023 წლების დაჯამებული მონაცემები):
· ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა - 53%
· საფინანსო სექტორი - 21%
· დანარჩენი სექტორები - 13%
· ენერგეტიკა - 11%
· უძრავი ქონება - 10%
· დამამუშავებელი მრეწველობა - 10%
· მშენებლობა - 7%
· სასტუმროები და რესტორნები - 4%
· სამთომოპოვებითი მრეწველობა - 3%
· ჯანდაცვის სექტორი - 2%
· სოფლის მეურნეობა - 0%

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 დეკემბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.