„ბოლომდე“ – პროტესტის მე-100 დღეს დაანონსებული აქციები

„ბოლომდე“ – ამ ლოზუნგით დღეს, 7 მარტს, უწყვეტი პროტესტის მე-100 დღეს თბილისსა და რეგიონებში საპროტესტო აქციები გაიმართება.
“მასობრივი პროტესტის მე-100 დღეს რუსთაველზე შევიკრიბებით ძალიან ბევრი საქართველოს მოქალაქე.
კიდევ ერთხელ მოვითხოვთ საოკუპაციო რეჟიმის გაშვებას და ყველას დავანახებთ, რომ ჩვენ არ შევეგუებით ხელისუფლების უზურპაციას და დიქტატურის დამყარებას! ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე და არ დავუშვებთ ქვეყნის მომავლის მოპარვას!
მნიშვნელოვანია ბევრი ვიყოთ, ამიტომ გაავრცელეთ ინფორმაცია და ივენთზე მოიწვიეთ ყველა მეგობარი, ნაცნობი და თანამებრძოლი!” ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

დეკანოზი საბა ჭიკაიძე: ვინც ცდილობს, რომ დააკნინოს, დაამციროს სიწმინდე, ასეთ ადამიანს ღირებულებების კრიზისი აქვს – საპასუხო კომენტარიც და აღშფოთებაც უნდა იყოს ზომიერი, ისეთი, როგორც ქრისტიანს შეეფერება