ბოლოდროინდელმა წინდახედულმა ნაბიჯებმა შეგვაძლებინა, ამ არეულ მსოფლიოში, მშვიდობისა და განვითარების სტაბილური შენარჩუნება – მიხეილ ყაველაშვილის არჩევაც პრეზიდენტობის კანდიდატად არის სწორი და ამას საზოგადოება თავად ნახავს

ბოლოდროინდელმა წინდახედულმა ნაბიჯებმა შეგვაძლებინა, ამ არეულ მსოფლიოში, მშვიდობისა და განვითარების სტაბილური შენარჩუნება – მიხეილ ყაველაშვილის არჩევაც პრეზიდენტობის კანდიდატად არის სწორი და ამას საზოგადოება თავად ნახავს
ჩვენს გუნდში ყოველთვის გამოირჩეოდა განსაკუთრებული გულწრფელობითა და უბრალოებით. ეს არის მისი ბუნებრივი მდგომარეობა და არა – ხელოვნურად შექმნილი იმიჯი. ის არის ცნობილი სპორტსმენი, გამოცდილი პოლიტიკოსი და სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული კაცი“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში უმრავლესობის წევრი წერს.
მისი თქმით, მიხეილ ყაველაშვილის არჩევა პრეზიდენტობის კანდიდატად არის სწორი და ამას საზოგადოება თავად ნახავს. „ორი ათეული წლის განმავლობაში პრეზიდენტად მხოლოდ ის მიიჩნეოდა, ვინც ყველაზე მჭიდროდ იყო კავშირში უცხო ქვეყნის წარმომადგენლებთან და ცალ ფეხზე დგომით, მუდმივი მორჩილებით ცდილობდა „მეგობრობის”ექსპორტს. ეს იყო უმთავრესი პრიორიტეტი და არა – პატრიოტიზმი, პრინციპულობა და ჭეშმარიტი დამოუკიდებლობის განცდა.
შედეგიც, შესაბამისად, სამწუხარო დადგა. ასეთი მიდგომა იყო შეცდომა და მისი გამეორება დღეს განსაკუთრებით სახიფათოა. ბოლოდროინდელმა წინდახედულმა ნაბიჯებმა შეგვაძლებინა, ამ არეულ მსოფლიოში, მშვიდობისა და განვითარების სტაბილური შენარჩუნება. ეს არჩევანიც არის სწორი და ამას საზოგადოება თავად ნახავს“, – წერს .

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი დანიაში აქციის დაშლაზე: უმკაცრესი, ძალიან ხისტი ზომების გამოყენებით დაშალეს ეს მიტინგი, რაც გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ საქართველოს მიმართ არის მიკერძოებული დამოკიდებულება, რომელსაც სერიოზული პოლიტიკური სარჩული გააჩნია

ირაკლი ზარქუა დანიაში აქციის დაშლაზე: ჩვენ გვიწუნებენ მიდგომას და ამ დროს, კადრები გავრცელდა, როგორ ქოლავენ ხელკეტებით მათ მოსახლეობას და ჟურნალისტებს – ეს სახელმწიფოები შემდეგ ჩვენ ნოტაციებს გვიკითხავენ, ეს ორმაგი სტანდარტიც არ არის

ჩვენს სახელმწიფოს რომ მეათედი გაეკეთებინა, წარმომიდგენია, რა რეაქცია იქნებოდა ბრიუსელიდან, ან სხვა დედაქალაქიდან – დასანანია, როდესაც ვხედავთ ორმაგ სტანდარტს, რომ თურმე, ჩვენს ქვეყანას არ აქვს უფლება, დაიცვას სახელმწიფო ინსტიტუტები