ბოლნისში პირი მეუღლის ინტიმური ფოტოების გავრცელების ბრალდებით დააკავეს

პროკურატურის განცხადებით, ბოლნისში დააკავეს პირი, რომელმაც უკანონოდ გაავრცელა მეუღლის ინტიმური ხასიათის ფოტოსურათები.
პროკურატურის ცნობით, დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქეა და მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 157 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ გავრცელებას გულისხმობს და სასჯელის ზომად 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

სახალხო დამცველი – 2008 წლის ომიდან 18 წლის თავზე, კვლავ გამოწვევად რჩება საოკუპაციო რეჟიმების მიერ, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის, პირთა უკანონო დაკავებების და პატიმრობის პრაქტიკა, ასევე მშობლიურ ენაზე განათლების ხელმისაწვდომობა