ბოლნისის მუნიციპალიტეტში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა
სამხედრო თვითმფრინავი, სავარაუდოდ, „სუ“-25 ჩამოვარდა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველთან. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას ერთ-ერთმა წყარომ დაუდასტურა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში ფაქტს ჯერჯერობით ოფიციალურად არ ადასტურებენ.
განახლება
ქალაქ ბოლნისის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა დიმიტრი მოდებაძემ რადიო თავისუფლებას დაუდასტურა, რომ თვითმფრინავი ბოლნისის მახლობლად, სამხედრო ბაზის მიმდებარედ ჩამოვარდა. მისი ცნობით, არის მსხვერპლი.
„ადგილზეა მერიც. მსხვერპლი არის, ერთი ადამიანია, როგორც მე ვიცი... [ჩამოვარდნილია] „სუ“-ს სერიის [საფრენი აპარატი]. თავდაცვის სამინისტროს კუთვნილია. აღნიშნულ ტერიტორიაზე საპარაშუტო სწავლებაა, მაგრამ ეს კონკრეტული „სუ“ არ ემსახურებოდა ამ საქმეს. არ ვიცი, რა სწავლება იყო“, - გვითხრა მან.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.