არქივი7 აპრილი, 2025, 12:24
ბოლნისის მუნიციპალიტეტში ასაკოვანი ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს - შსს-მ გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მამხუტში ასაკოვანი ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, 71 წლის ქალის ცხედარი 6 აპრილს, საღამოს ნახეს. მეზობლები ამბობენ, რომ ქალი სახლში მარტო ცხოვრობდა. მათივე ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე ნახეს სისხლის კვალიც.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.