ბოკუჩავა: სანქციები არის „გაფრთხილება პირადად ივანიშვილის მიმართ“

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა ეხმიანება აშშ-ის მიერ ახალი სანქციების შემოღებას. იგი მიიჩნევს, რომ ეს არის „გაფრთხილება პირადად ივანიშვილის მიმართ“.
ბოკუჩავას თქმით, ფინანსური სანქციების დაწესება არის ყველაზე მძიმე შედეგი, რაც ივანიშვილს შეიძლება დაუდგეს.
„ეს არის მკაფიო გაფრთხილება ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან პირადად ივანიშვილის მიმართ, რომ თავისუფლების მოყვარე, ევროპული მისწრაფებების მქონე ქართველი ხალხის მიმართ ძალადობა ისჯება საქართველოს მეგობრების მხრიდან და ისჯება მკაცრად, მათ შორის ფინანსური აქტივების გაყინვით“, – ვკითხულობთ ბოკუჩავას განცხადებაში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.