ბოკუჩავა: ივანიშვილი ქვეყანაში აპირებს დიქტატურის დამყარებას, სადაც აკრძალული იქნება არამხოლოდ პოლიტიკური პარტიები, არამედ თავისუფალი აზრის გამოხატვა, სადაც გაუქმდება საგანმანათლებლო დაწესებულებები, თავისუფალი მედია, სამოქალაქო სექტორი და გაუქმდება საქართველო

“…ივანიშვილი ქვეყანაში აპირებს დიქტატურის დამყარებას, სადაც აკრძალული იქნება არამხოლოდ პოლიტიკური პარტიები, არამედ თავისუფალი აზრის გამოხატვა, სადაც გაუქმდება საგანმანათლებლო დაწესებულებები, თავისუფალი მედია, სამოქალაქო სექტორი და გაუქმდება საქართველო, როგორც დამოუკიდებელი, სუვერენული, თავისუფალი სახელმწიფო. ეს არის ის მომავალი, რომელსაც ივანიშვილის რეჟიმი უქადის ჩვენ ქვეყანას.
ივანიშვილის რეჟიმს ერთადერთი რაღაცის ეშინია და ეს არის ჩვენი ერთიანობა… მას ძალიან ეშინია ჩვენი ერთიანობის. მათ ტოვებენ ციხეში, რომ ჩვენ ვერ შევძლოთ ფართო პოლიტიკური ერთიანობა რეჟიმის დამარცხების მიზნით… ვიბრძოლოთ სანამ გვაქვს ამის შესაძლებლობა, სანამ გვიანი არ არის, როგორც ეს მზია ამაღლობელმა თქვა იმიტომ, რომ გამარჯვება აუცილებლად ჩვენი იქნება, როგორც ეს ზურაბ ჯაფარიძემ თქვა – ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ” – ამბობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა დღეს გამართულ ბრიფინგზე
დღეს, ე.წ. საბოტაჟისა და სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა მელიას, ნიკა გვარამიას, ელენე ხოშტარიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა დაიწყო. მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შემთხვევაში პროკურატურა გირაოს შუამდგომლობას დააყენებს.
“პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ გირაოს, ხოლო სხვა ბრალდებულების მიმართ წინასასამართლო სხდომის თარიღის განსაზღვრის მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს” | თქვა გვარაკიძემ ბრიფინგზე

ასევე დაგაინტერესებთ

სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა სრულად დაფინანსდება, თუმცა მესამე სემესტრიდან გარანტირებული, გრანტის მხოლოდ ნახევარი იქნება, მეორე ნახევრის შესანარჩუნებლად კი სტუდენტებს გარკვეული პირობების დაკმაყოფილება მოუწევთ

ნანუკა ჟორჟოლიანი – თუ პარტიის თავმჯდომარე ხარ, უნდა იყო პრემიერობის კანდიდატიც, რაც მე არ ვიქნები, შესაბამისად, თუ სააკაშვილი იქნება პრემიერობის კანდიდატი, მე ვიქნები მისი ეფექტური მენეჯერი – რაც შეეხება ბოკუჩავას, მასთან დაკავშირებით სინდისის ქენჯნა არ მაქვს