ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბოკუჩავა: ევროპაში ჩვენ ვმუშაობთ, რათა უვიზოს შეჩერება მხოლოდ ივანიშვილის გარემოცვას შეეხოს

ბოკუჩავა: ევროპაში ჩვენ ვმუშაობთ, რათა უვიზოს შეჩერება მხოლოდ ივანიშვილის გარემოცვას შეეხოს

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ ის და პარტიის სხვა ლიდერები ევროპის დედაქალაქებში მუშაობენ იმისთვის, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერება მხოლოდ ბიძინა ივანიშვილსა და მის გარემოცვას შეეხოს და არა საქართველოს მთლიან მოსახლეობას.

მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით შეხვედრები გამართა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ რადისლავ სიკორსკისთან.

მან ასევე დაამატა, რომ შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმის შეჩერების რეალური საფრთხე არსებობს, რაზეც პასუხისმგებელი სწორედ ივანიშვილის მთავრობაა.

"დანიაში საგარეო მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე, რა თქმა უნდა, იქნება საუბარი საქართველოზე, რადგან ორ დღეში იწურება ის ვადა, რომელიც ევროკავშირმა განუსაზღვრა ივანიშვილის რეჟიმს კონკრეტული მოთხოვნების შესასრულებლად, თუმცა, რა თქმა უნდა, არანაირი ილუზია, რომ ივანიშვილი ამ მოთხოვნებს შეასრულებდა, ჩვენ არ გვქონია. უვიზოს დაკარგვის რეალური საფრთხე არსებობს, რის წინაშეც საქართველოს მოქალაქეები დააყენა ივანიშვილის რუსულმა რეჟიმმა.

ჩვენ ვმუშაობთ ევროპულ დედაქალაქებთან და განსაკუთრებით პოლონეთთან იმიტომ, რომ სწორედ პოლონეთის თავმჯდომარეობის პირობებში გახდა შესაძლებელი, რომ უვიზო მიმოსვლა შეჩერდეს არა საქართველოს ყველა მოქალაქის მიმართ, არამედ ე.წ დროებითი შეჩერების მექანიზმი გამოყენებული იქნას მიზანმიმართულად კონკრეტული ჯგუფების მიმართ - ივანიშვილი, მისი გარემოცვა, მისი პროპაგანდისტები, კორუმპირებული ელიტა, მოსამართლეები, მოძალადეები, ამ მიზნით შევხვდით მათ შორის პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ რადისლავ სიკორსკის, რადგან სწორედ პოლონეთის თავმჯდომარეობის პირობებში გახდა შესაძლებელი, რომ დროებითი შეჩერების მექანიზმის შერჩევითად გამოყენება არა საქართველოს ყველა მოქალაქის, არამედ კონკრეტული პირების მიმართ და სწორედ ამაზე ვმუშაობთ", - განაცხადა ბოკუჩავამ.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.