ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბოკუჩავა: დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს შესაძლებლობა, ქართველი ხალხის მხარეს დადგეს

გაზაფხულზე მთელმა მსოფლიომ, განსაკუთრებით ქართველი ახალგაზრდების დამსახურებით, დაინახა, რომ საქართველო ირჩევს ევროპას - როდესაც უპრეცედენტოდ ფართომასშტაბიანი აქციებით ქართველმა ხალხმა უთხრა არა რუსულ კანონს და კი - ევროპას. მიუხედავად ამისა, ბიძინა ივანიშვილმა მიიღო რუსული კანონი და აპირებს მის ამოქმედებას.
დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს ისტორიული შანსი, რომ შეაჩეროს კანონის მოქმედება, რომელიც აზიანებს ჩვენს ქვეყანას და ეწინააღმდეგება ჩვენს კონსტიტუციას. დღეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და მის მოსამართლეებს, აქვთ შესაძლებლობა, რომ ამ ისტორიის გზაგასაყარზე დადგნენ ქართველი ხალხის მხარეს, დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია და ჩვენი ქვეყნის ევროპული არჩევანი.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.