„ბოიკოტს ვუცხადებთ ბიზნესს, რომელმაც მხარი დაუჭირა რუსულ კანონს“- კინოოპერატორთა ასოციაცია

„საქართველოს კინოოპერატორთა ასოციაცია” განცხადებას ავრცელებს, რომლითაც იგი ბოიკოტს უცხადებს ბიზნესებს, რომლებმაც რუსულ კანონს დაუჭირეს მხარი და, ასევე, უარს აცხადებს სახელისუფლებო ინსტიტუტებთან თანამშრომლობაზეც.
„საქართველოს კინოოპერატორთა ასოციაცია უერთდება კრეატიული სააგენტოების ერთობლივ განცხადებას!
ბოიკოტს ვუცხადებთ, პირველ რიგში, ნებისმიერ ისეთ აქტივობას, რაც ხელს უწყობს სახელისუფლებო პროპაგანდას. ასევე, ბოიკოტს ვუცხადებთ ყველა იმ ბიზნესს, რომელმაც მხარი დაუჭირა რუსულ კანონს.
ჩვენ არ ვითანამშრომლებთ არცერთ სახელისუფლებო ინტიტუციასთან და ასევე, ყველა იმ ბრენდთან, ვინც ღიად დააფიქსირა თავისი არასახელმწიფოებრივი პოზიცია!
ჩვენი რესურსი არ მოხმარდება კოლაბორაციონისტ მთავრობას და ბიზნესს” – წერს GCA.