ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ბოიკოტი თვითმმართველობის „არჩევნებს“ - ამ ლოზუნგით დღეს, 19:00 საათზე, თსუ-ს პირველი კორპუსიდან საკანონმდებლო ორგანომდე საპროტესტო მსვლელობა გაიმართება

„ბოიკოტი თვითმმართველობის „არჩევნებს“ - ამ ლოზუნგით დღეს, 19:00 საათზე, თსუ-ს პირველი კორპუსიდან საკანონმდებლო ორგანომდე საპროტესტო მსვლელობა გაიმართება

„ბოიკოტი თვითმმართველობის „არჩევნებს“ - ამ ლოზუნგით დღეს, 19 ივლისს, 19:00 საათზე, თსუ-ის პირველი კორპუსიდან საკანონმდებლო ორგანომდე საპროტესტო მსვლელობა გაიმართება.
საპროტესტო მსვლელობის ორგანიზატორები თვითმმართველობის არჩევნების მიმართ ბოიკოტში მყოფი პარტიები, სამოქალაქო აქტივისტები, სტუდენტები და აქციების დროს დაკავებული პირების ოჯახის წევრები არიან. ამასთან, მსვლელობას უერთდება საპროტესტო მოძრაობა „300 ქალი“.
აქციის ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ ისინი არ აღიარებენ 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებს და ახალი, თავისუფალი, საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.
ამასთან, როგორც ცნობილია, თბილისში, 19 ივლისს დაგეგმილი აქციის პარალელურად, ახალი არჩევნებისა და აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნით ბათუმშიც შეიკრიბებიან.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.