ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბოდიში, რომ ცოტა განერვიულეთ, მაგრამ ღირდა – ლაშა ტალახაძე

ახლა უკვე სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ტალახაძემ პარიზში ოქროს მედლის მოპოვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. მან “პირველ არხთან” ინტერვიუში გულშემატკივარს ბოდიში მოუხადა, რომ ისინი ცოტათი ანერვიულა.
“პირველ რიგში, ძალიან დიდი მადლობა მწვრთნელებს, რომლებმაც ჩემს მოსამზადებელ პერიოდში დიდი შრომა გაწიეს, რადგან მოგეხსენებათ, ძალიან რთული ვარჯიშები მქონდა ტრავმებიდან გამომდინარე. დიდი მადლობა გიორგი ასანიძეს, ასევე, ჩემს პირად მწვრთნელს ავთანდილ გახოკიძეს და მამაჩემს, ვინც საერთოდ დამაწყებინა ძალოსნობაში ვარჯიში. მადლობა ჩემს ოჯახს, გულშემატკივრებს. ბოდიში, რომ ცოტა განერვიულეთ, მაგრამ ნამდვილად ღირდა, ასეთი ემოციები არც ერთი გამარჯვების შემდეგ არ მიმიღია. ასევე, ძალიან დიდი მოტივაცია მომცა ჩვენმა გენო პეტრიაშვილმა და ბიჭებმა, ვინც მედლები მოიპოვეს, მადლობა მათ და ვულოცავ. ეს მედალი საქართველოს ეძღვნება”, – თქვა ლაშამ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.