„ბლუმბერგი“: რუსმა ჰაკერებმა საქართველოს სახელმწიფო ორგანოების სისტემებში შეაღწიეს

„რამდენიმე წელი უთვალთვალებდნენ სახელმწიფო ორგანოებსა და დიდ კომპანიებს, აგროვებდნენ ინფორმაციას და ერეოდნენ ქვეყნისთვის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის მუშაობაში“, – წერს გამოცემა „ბლუმბერგი“ თავის მასალაში.
ჟურნალისტური გამოძიებიდან ვიგებთ, რომ ამ ყველაფერს საქართველოში რუსი ჰაკერები აკეთებდნენ, რომლებიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო სამმართველოსთან [„გრუ“] და უშიშროების ფედერალურ სამსახურთან [„ფსბ“] არიან დაკავშირებულნი.
გამოძიებაში „ბლუმბერგის“ ჟურნალისტები ანონიმური ევროპელ ჩინოვნიკებსა და სხვადასხვა დოკუმენტაციას ეყრდნობიან. სტატიის თანახმად, ეს თავდასხმები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ხდებოდა, მაგრამ მათ „ბოლო დროსაც ჰქონდა ადგილი“.
გამოძიების თანახმად:
· რუსმა ჰაკერებმა შეაღწიეს სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოს სისტემებში, მათ შორის – ფინანსთა და საგარეო საქმეთა სამინისტროები, ასევე საქართველოს ეროვნული ბანკი;
· შეაღწიეს ინფრასტრუქტურულ სისტემებში და შეეძლოთ ენერგეტიკული სისტემების, — ელექტროენერგიის და სხვა, – მართვა, მაგალითად, ელექტროენერგიის მიწოდების გამორთვა.
მასალაში ასევე ვკითხულობთ, რომ დასავლური ქვეყნის წარმომადგენლები აფრთხილებდნენ თბილისს ამ ჰაკერულ თავდასხმებზე, თუმცა არ იციან, რამდენად მიიღო ზომები საქართველოს მთავრობამ.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – უნდა შევწყვიტოთ მსხვერპლის როლში ყოფნა – საპასუხოდ უნდა ვკითხოთ ჩვენს თავს – „აბა დღეს ჩვენ დიქტატურას რა ვატკინეთ“ – მუდმივად უნდა მივაყენოთ მას საპასუხო ტკივილი, დიქტატურას ჩამოშლის ჩვენს მიერ მიყენებული „ათასი ჭრილობა“