ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბლინკენმა დაასრულა ვიზიტი ახლო აღმოსავლეთში, ღაზის შეთანხმება კვლავ არ არის გამოკვეთილი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ახლო აღმოსავლეთში განხორციელებული ტურნეს განმავლობაში შეეცადა დაეჩქარებინა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა, თუმცა რეგიონი ისრაელსა და ჰამასს შორის შეთანხმების გამოკვეთის გარეშე დატოვა.
ბლინკენი და ეგვიპტისა და კატარის წარმომადგენელი შუამავლები იმედებს ამყარებენ აშშ-ის მიერ შემუშავებულ ე.წ. "ხიდის შეთანხმებაზე", რომელიც მიზნად ისახავს ორ მხარეს შორის უთანხმოებების შემცირებას უკვე 10 თვის განმავლობაში მიმდინარე ომში, თუმცა მოლაპარაკებები გასულ კვირაში გარღვევის მიუღწევლად შეჩერდა.
შეთანხმება "უნდა გაფორმდეს, და უნდა გაფორმდეს შემდეგ დღეებში, და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ საიმისოდ, რომ შეთანხმება დასრულდეს", - უთხრა ბლინკენმა ჟურნალისტებს დოჰაში, ვაშინგტონში გაფრენამდე.
სამშაბათს ბლინკენი ეგვიპტეში პრეზიდენტ აბდელ-ფატა ელ-სისისთან შესახვედრად ჩავიდა, შემდეგ კი კატარში განახორციელა ვიზიტი.
მანამდე, ორშაბათს, ბლინკენი შეხვდა ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს. შეხვედრის შემდეგ ბლინკენმა თქვა, რომ ისრაელი დათანხმდა შეთანხმებას, და ჰამასსაც ამავე ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდა. ჰამასის წარმომადგენლებმა შეთანხმება ღიად არ უარყვეს, თუმცა განაცხადეს, რომ მასში შეცვლილია მანამდე შეთანხმებული პირობები.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.