ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბლინკენი კიდევ ერთხელ ჩავა ისრაელში მოსალაპარაკებლად

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, რომელმაც 20 მარტს დაიწყო მოგზაურობა ახლო აღმოსავლეთში, კვირის ბოლოს ისრაელს ეწვევა კიდევ ერთხელ. ამის ფონზე კიდევ უფრო გაძლიერდა აზრთა სხვადასხვაობა ღაზის სექტორის გარშემო ვაშინგტონსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის.
ღაზის სექტორში ისრაელის სამხედროო ოპერაციის დროს, რომლის მიზანი ისრაელის ხელისუფალთა თანახმად, აშშ-ში, ევროკავშირში, ასევე სხვა ქვეყნებში ტერორისტულად შერაცხილი ჰამასის სრული განადგურებაა, 32 ათასამდე სამოქალაქო პირი დაიღუპა ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამსახურის მონაცემებით.
ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ გალაშქრებას აპირებს ქალაქ რაფაჰზე, რომელშიც 7 ოქტომბრის თავდასხმისთვის პასუხისმგებელი პალესტინელები იმყოფებიან.
ისრაელზე ამ მოულოდნელ თავდასხმას 1200 ადამიანი ემსხვერპლა, 240 მძევლად იქნა აყვანილი. აშშ თვლის, რომ ქალაქზე იერიში მასობრივ სისხლისღვრას გამოიწევს.
ქალაქს თავს აფარებს მილიონამდე დევნილი, რომლებიც იძულებული იყვნენ საცხოვრებელი დაეტოვებინათ ღაზის სექტორის ჩრდილოეთსა და ცენტრში ისრაელის ავიაციის თავდასხმების გამო ისრაელის მოწოდების შემდეგ.
23 მარტს ისრაელში ვიზიტის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ბლინკენი „ისრაელის მთავრობასთან და ხელმძღვანელობასთან იმსჯელებს მძევლების გათავისუფლების უზრუნველყოფის გარშემო მიმდინარე მოლაპარაკებებზე“.
ბლინკენი 20 მარტს საუდის არაბეთში ჩავიდა და შემდეგ დაგეგმილი იყო მისი კაიროში გამგზავრება. მომავალ კვირაში ვაშინგტონში მოელიან ისრაელის თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტს, ხოლო ისრაელის ცალკე დელეგაცია ჩავა აშშ-ში მასპინძელი ქვეყნის ოფიციალურ პირებთან შესახვედრად ღაზის სექტორის სამხრეთის ქალაქ რაფაჰზე დაგეგმილი იერიშის გამო მათი შეშფოთების გარშემო.
ამერიკის მედიის თანახმად, ვაშინგტონის მიზანია, გამოხატოს თავისი დამოკიდებულების დეტალები და იმსჯელოს შესაძლო ალტერნატივებზე.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.