ბლინკენი აცხადებს, რომ ისრაელი დათანხმდა აშშ-ის მიერ მხარდაჭერილ შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტაზე
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ ისრაელი დათანხმდა შეთანხმებას, რომლითაც უნდა მოგვარდეს უთანხმოებები, რაც ხელს უშლის ცეცხლის შეწყვეტას და ღაზაში მძევლების გათავისუფლებას - და იგივე ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდებს ჰამასს, რომელიც აშშ-ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციადაა გამოცხადებული.
ბლინკენი ამ განცხადებით გამოვიდა 19 აგვისტოს, მას მერე, რაც ორსაათნახევრიანი შეხვედრა გამართა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან. სახელმწიფო მდივანი არ აკონკრეტებს რამდენად ეხება ე.წ. "ხიდის" ფუნქციის შემსრულებელი წინადადება ჰამასის მიერ წარმოყენებულ საკითხებს, ან ისრაელის მოთხოვნას კონრტოლი ჰქონდეს ორ სტრატეგიულ დერეფანზე ღაზის ტერიტორიაზე, რაც ჰამასისთვის მიუღებელია.
აშშ, ეგვიპტე და კატარი თვეებია ცდილობენ შუამავლობას ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემუშავებაში, თუმცა მოლაპარაკებები სისტემატიურად აწყდებოდა წინაღობებს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.