ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბლინკენის სეულში ვიზიტის პარალელურად ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტები გაისროლა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის სამხრეთ კორეაში ვიზიტის დროს ჩრდილოეთ კორეამ აღმოსავლეთით ზღვისკენ მოკლე რადიუსის ბალისტიკური რაკეტები გაისროლა.
სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, მოკლე რადიუსის რამდენიმე რაკეტის გაშვება დაახლოებით დილის 8 საათზე ფხენიანიდან მოხდა და რაკეტებმა ზღვაში ჩამოვარდნამდე 300 კმ დაფარეს.
მომხდარი დაგმო იაპონიის პრემიერმინისტრმა, ფუმიო კიშიდამ.
ფხენიანის მხრიდან აგრესიული გზავნილები განსაკუთრებით მას შემდეგ გახშირდა, რაც აშშ-მ და სამხრეთ კორეამ ერთობლივი 10-დღიანი სამხედრო წრთვნები გამართეს.
ბოლო კვირების მანძილზე, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა ჯარისკაცებს რამდენჯერმე მოუწოდა, გაზარდონ ძალისხმევა ომისთვის მოსამზადებლად.
ამავდროულად, სამხრეთ კორეამ ჩრდილოეთ კორეისგან მოსალოდნელი პროვოკაციის გამო მაღალი სამხედრო მზადყოფნა გამოაცხადა.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.