ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბიძინა კულუმბეგოვის რეკომენდაციები ჰაერის დაბინძურების დროს

ბიძინა კულუმბეგოვის რეკომენდაციები ჰაერის დაბინძურების დროს

ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში აქვეყნებს რეკომენდაციებს, თუ როგორ უნდა დავიცვათ ჯანმრთელობა ჰაერის დაბინძურების დროს:
,,საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს მიხედვით, თბილისის ჰაერი საგრძნობლად დაბინძურებულია მყარი ნაწილაკებით (PM2.5 და PM10).
გთხოვთ დაიცავით შემდეგი რეკომენდაციები, განსაკუთრებით ასთმის და ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მქონე პაციენტებმა:
• დარჩით შენობაში და შეზღუდეთ ქუჩაში ყოფნის დრო
• მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას გარეთ
• არ გაანიავოთ საცხოვრებელი სახლი ან ოფისი, სანამ ჰაერის ხარისხი არ გაუმჯობესდება
• გამოიყენეთ შესაბამისი ნიღაბი: N95 ან FFP2 ტიპის რესპირატორი (ჩვეულებრივი სამედიცინო ნიღაბი ასეთი ზომის მყარ ნაწილაკებს ვერ აკავებს).
• მანქანაში ჩართეთ შიდა ჰაერის წმენდის რეჟიმი
• სახლი დაალაგეთ სველი წესით
ჯანმრთელობას გისურვებთ!”

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.