,, ბიძინა (კობახიძესთან) ცოტა ფრთხილად უნდა იყოს” – გია ხუხაშვილი

0
ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ივანიშვილისა და ალიევის შეხვედრასთან დაკავშირებით ,,ტვპირველთან” აცხადებს:
,,როგორც ჩანს, დასჭირდა უკვე, რომ თვითონ სისტემაში თუ რაღაც ეჭვები გაჩნდა, რომ კობახიძე რამეს წარმოადგენს, სისტემისთვის ეჩვენებინა, რომ კობახიძე არაფერს არ წარმოადგენს –  აქ ვარ მე ბატონ-პატრონი და ჩემზე უნდა ილოცოთ.
რაც შეეხება კობახიძეს, ნუ ის ტრაგიკული პიროვნებაა, მის სახეზე ისეთი სიძულვილი იყო პოლიტიკური მამის აღბეჭდილი, გუშინ ჩვენ რაც ვნახეთ, რომ ბიძინა (კობახიძესთან) ცოტა ფრთხილად უნდა იყოს იმიტომ, რომ ბავშვები ზოგჯერ აფექტის მდგომარეობაში ცუდ რაღაცებს აკეთებენ, სიფრთხილეა მაინც საჭირო.
რაც შეეხება, რაზე უნდა ესაუბრათ, უნდა ესაუბრათ და ისაუბრეს კიდეც, ალბათ, იმ გეოპოლიტიკურ ფუნქციაზე, რაც აზერბაიჯანს და საქართველოს დიდი ხანია აქვთ და დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, რომ ალიევს ზუსტად ეს სტრატეგია აქვს აღებული და იმედი მაქვს, რომ ივანიშვილსაც აიყოლიებს ამაში, მაგრამ ამასთანავე იმედი მაქვს, რომ ურჩევდა, რომ ინსტიტუციონალიზაცია მოახდინოს, მაიმუნობას თავი გაანებოს, ის მართავს ქვეყანას, ის იღებს ამ უფლებებს, შესაბამისად ვალდებულებაც დაიბრუნოს, გახდეს პრემიერ-მინისტრი და პრემიერ-მინისტრის რანგში სადაც საჭიროა იქ შეხვდეს მაღალ სტუმრებს და არა თავის სახლში ხინკალზე ატაროს”

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია