ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბიძინა ივანიშვილს ქონება რომ სდომოდა, რუსეთში 2012 წელს კაპიკებში კი არ გაყიდდა – ნინო ფოჩხუა

„როდემდე უნდა უსმინოს ქართულმა საზოგადოებამ ამდენ ტყუილს და სიცრუეს. ნუთუ არ ეყო კაპიტან გიგაურს ის მხილება, რაც მან იკადრა ბიძინა ივანიშვილის ქონებასთან დაკავშირებით. ახლა რადიკალურმა მედიამ გაუგებარი ქაღალდი ააფრიალა და გიგაურისეული ყიდვა, ქონების გადაფორმებად გადაასწორა.“-წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ქონების შესახებ ეკა გიგაურის და ოპოზიციური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციების შესახებ.
„იმდენად უსუსურია ეს ყველაფერი, რომ ყურადღებასაც არ იმსახურებს, მაგრამ როდემდე უნდა უსმინოს ქართულმა საზოგადოებამ ამდენ ტყუილს და სიცრუეს. ნუთუ არ ეყო კაპიტან გიგაურს ის მხილება, რაც მან პირველმა იკადრა ბიძინა ივანიშვილის ქონებასთან დაკავშირებით რუსეთში. ახლა რადიკალურმა მედიამ ეს გაუგებარი ქაღალდი ააფრიალა და გიგაურისეული ყიდვა, ქონების გადაფორმებად გადაასწორა.
იქნებ დაგვდოს პატივი კაპიტანმა გიგაურმა და ნაც. მედიამ გვითხრას ან რა საბუთია ეს ან სად არის სკანდალი.
ბიძინა ივანიშვილს ქონება რომ სდომებოდა რუსეთში 2012 წელს კაპიკებში კი არ გაყიდდა, დაიტოვებდა. ლოგიკა მაინც ჩართონ კაპიტანმა გიგაურმა და ნაც.მედიამ, რომ იქნებ საზოგადოების მცირე ნაწილს მაინც დააჯერონ ეს მდარე, არანაირ მტკიცებულებაზე დაყრდნობილი სიცრუე.“-წერს ნინო ფოჩხუა facebook-ზე.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.