ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბიძინა ივანიშვილს თანამედროვე ბიზნესის დეტალები არ ესმის - გიორგი ბაჩიაშვილი

ბიძინა ივანიშვილს თანამედროვე ბიზნესის დეტალები არ ესმის - გიორგი ბაჩიაშვილი

"ბიძინა ივანიშვილს თანამედროვე ბიზნესის დეტალები არ ესმის, თუმცა მას ნამდვილად აქვს კომერციული ალღო და იმ დროში რაც მაშინ იყო, ყოფილი საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ მან არაერთი სწორი ყიდვა-გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო", - განაცხადა თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა CEO-მ გიორგი ბაჩიაშვილმა გადაცემა "ანალიტიკასთან" ინტერვიუში.
„ივანიშვილი თანამედროვე ბიზნესის დეტალები არ ესმის, თუმცა მას ნამდვილად აქვს კომერციული ალღო და იმ დროში რაც მაშინ იყო, ყოფილი საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ მან არაერთი სწორი ყიდვა გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო. მას არ აუშენებია ახალი კომპანია, მას არ აუშენებია ახალი ეფექტური ბიზნესი, ნაყიდ აქტივებშიც მას არ გაუზრდია კომპანიების ეფექტურობა, თუმცა იმ დროს აქტივები ძალიან იაფი ღირდა რასაც მოჰყვა აქტივების ფასების მატება მსოფლიო ბაზარზე და ეს ინვესტიციები ძალიან სარფიანი აღმოჩნდა“, - განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.
ვრცლად: bm.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.