ბიძინა ივანიშვილს არ ეშინია არც ფორმალური, არც არაფორმალური სანქციების, ეს არის ევროპისთვის შეუფერებელი ქმედებები, ასეთ რამეს 30 და 40 წლის წინ ევროპიდან ვერ წარმოვიდგენდით, ეს Deep State-ის საქმიანობის და გავლენის შედეგ

ბიძინა ივანიშვილს არ ეშინია არც ფორმალური, არც არაფორმალური სანქციების, ეს არის ევროპისთვის შეუფერებელი ქმედებები, ასეთ რამეს 30 და 40 წლის წინ ევროპიდან ვერ წარმოვიდგენდით, ეს Deep State-ის საქმიანობის და გავლენის შედეგ
ბიძინა ივანიშვილის სანქციების რომ არ ეშინია, ყველამ ძალიან კარგად დაინახა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მასზე ჯერ მოქმედებდა არაფორმალური სანქციები, 2 მილიარდი გაუჩერეს აბსოლუტურად ყაჩაღური, სამარცხვინო ფორმით.
“როცა საუბარია ევროპაზე, ამას შევხედოთ, ეს არის ევროპისთვის შესაფერისი საქციელი? როდესაც ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, კომერციული ბანკის მეშვეობით უჩერებენ 2 მილიარდის თანხას კონკრეტულ
ფიზიკურ პირს, მით უმეტეს ადამიანს, რომელსაც ეკავა ძალიან მაღალი პოლიტიკური თანამდებოდა, დღესაც უკავია მაღალი პოლიტიკური თანამდებობა. ეს არის ევროპისთვის შეუფერებელი ქმედებები. ასეთ რამეს 30 და 40 წლის წინ ევროპიდან ვერ წარმოვიდგენდით, თუმცა აქამდეც მიიყვანეს, სამწუხაროდ, ევროპა. ეს არის Deep State-ის საქმიანობის და გავლენის შედეგი. ბუნებრივია, ტრაგიკულია ეს მდგომარეობა. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილს არ ეშინია არც ფორმალური, არც არაფორმალური სანქციების. აქაც იგივეა, გამოდიან, შანტაჟის ენით საუბრობენ. ამას ვერავითარი ეფექტი ვერ ექნება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
Previous: ქვეყანაში ჩანერგილ აგენტურას ამ არჩევნებში გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვს

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჰესებსაც ავაშენებთ, კრიპტომაინინგიც აღმოიფხვრება, სახელმწიფო დღეს არის საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ დაუპირისპირდეს კორუფციას, საბოტაჟს, სახელმწიფოს დღეს აქვს საკმარისი რესურსი და ძალა იმისათვის, რომ ბოლომდე, პრინციპულად დადგეს ასეთ საკითხებში

დავით ქართველიშვილი: ერთი შეხედვით, აშშ და ისრაელი კვლავაც ერთიან პოზიციაზე რჩებიან მთელ რიგ საკითხებში, თუმცა მოკავშირეობრივი რიტორიკის მიღმა სულ უფრო აშკარად იკვეთება დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკური კალენდრების შეჯახება