ბიძინა ივანიშვილს არანაირი საფრთხე არ ემუქრება. მას აქვს სამშობლო და ამ სამშობლოს ჰქვია საქართველო

ბიძინა ივანიშვილს არანაირი საფრთხე არ ემუქრება. მას აქვს სამშობლო და ამ სამშობლოს ჰქვია საქართველო
პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის რეზოლუციაზე კომენტარს აკეთებს. დეპუტატი ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას უპასუხებს საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეას, „ემუქრება თუ არა საფრანგეთის მოქალაქე, ბიძინა ივანიშვილს საფრთხე“ პასუხობს, რომ ბიძინა ივანიშვილს არანაირი „საფრთხე არ ემუქრება“. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ინტერესებს არ უღალატებს. „[ბიძინა ივანიშვილს] არანაირი საფრთხე არ ემუქრება.
მას აქვს სამშობლო და ამ სამშობლოს ჰქვია საქართველო და ის ყველაფერს აკეთებს საქართველოსთვის. შეიძლება ჰქონდეს საფრანგეთის მოქალაქეობა, მაგრამ იმის გამო, რომ შეიძლება თეორიულად რაღაც დაემუქროს, საქართველოს ინტერესებს არ უღალატებს“- აცხადებს შარმანაშვილი. ცნობისთვის, საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ევროპულ საქმეთა კომიტეტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო, რითაც საფრანგეთის მთავრობას მოუწოდებს, მხარი დაუჭიროს ივანიშვილისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ მიზნობრივი სანქციების დაწესებას.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო მშვიდობაძე: საუბარი იმაზე, რომ ფორმა ინდივიდუალურობას უკარგავს ბავშვს, წმინდა წყლის დემაგოგიაა, რადგან ევროპის, ამერიკის და საქართველოს კერძო სკოლებში მოსწავლეები ფორმებით დადიან და რა გამოდის, ამ მოწონებულ ევროპასა და ამერიკაში ბავშვები ინდივიდუალობადაკარგულები არიან?!