ბიძინა ივანიშვილმა, ქვეყნისათვის წაუგებელი და მომავალზე გათვლილი პროცესი წარმატებით წარმართა, ეგ არის პატრიოტი პოლიტიკოსი და არა ის, რა კატეგორიასაც თქვენ ეძახით პოლიტიკოსებს, სხვისი შპარგალკებით და ათასი “თითლიბაზობით” მოთამაშეებს

ბიძინა ივანიშვილმა, ქვეყნისათვის წაუგებელი და მომავალზე გათვლილი პროცესი წარმატებით წარმართა, ეგ არის პატრიოტი პოლიტიკოსი და არა ის, რა კატეგორიასაც თქვენ ეძახით პოლიტიკოსებს, სხვისი შპარგალკებით და ათასი “თითლიბაზობით” მოთამაშეებს
გიორგი გამსახურდია, 2024 წლის დეკემბერში, ამერიკელ გავლენიან პირთან საუბარს იხსენებს, სადაც მან განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, ყველანაირი წნეხი მოიხსნებოდა და უსარგებლო ორგანიზაციებიც დაიხურებოდა. როგორც გამსახურდია აცხადებს, ბიძინა ივანიშვილმა, უკვე მერამდენედ, საქართველოსთვის წაუგებელი და მომავალზე გათვლილი პროცესი წარმატებით გაატარა სახელმწიფოს. მისივე თქმით, სწორედ “ქართული ოცნების” დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარეა პატრიოტი პოლიტიკოსი და არა ისინი, ვინც სხვისი “შპარგალკებით” თამაშობენ.
“2024 წლის დეკემბრის დასაწყისი იყო, პრეზიდენტ ტრამპს უკვე მოგებული ჰქონდა. მძინარე ჯოს დამარცხებულ მავნებელ ადმინისტრაციას კი, ქართველ აკაცუკებთან ერთად, ჩვენს წინააღმდეგ ჰქონდათ მთელი მასშტაბით ფრონტი გაშლილი. ჩემი ამერიკელი მეგობარი შემხვდა ბუდაპეშტში, საკმარისად გამოცდილი და გავლენიანი (სახელს და გვარს არ დავასახელებ), ამ კაცმა მითხრა, შევა თუ არა ბატონი პრეზიდენტი ტრამპი თეთრ სახლში, წნეხიც მოიხსნება და ყველაფერი გამოსწორდებაო, ასევე ყველა ამ უსარგებლო ორგანიზაციებს დახურავს და მთავარია, ახლა თქვენ ეს ორი თვე გაუძლოთ, რომ შეცვლილი რეალობა არ დახვდეთ ახლებს ადგილზეო. აქედან გამომდინარე მინდა ვთქვა, რომ კიდევ მერამდენედ, ბიძინა ივანიშვილმა, ქვეყნისათვის წაუგებელი და მომავალზე გათვლილი პროცესი წარმატებით წარმართა. ეგ არის პატრიოტი პოლიტიკოსი და არა ის, რა კატეგორიასაც თქვენ ეძახით/ეძახდით პოლიტიკოსებს სხვისი შპარგალკებით და ათასი თითლიბაზობით მოთამაშეებს.” – წერს გამსახურდია სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ჩიხელიძე: ახალგაზრდებთან შეხვედრებში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ცოტნე ივანიშვილის ჩართულობას. ის ახალგაზრდებთან დიალოგს არა ფორმალურად, არამედ აქტიური კომუნიკაციის ფორმატში წარმართავს, რაც ახალგაზრდებში მეტ მოტივაციასა და ჩართულობას აჩენს

ნიკოლოზ მეტრეველი: მინდა მხარდაჭერა გამოვუცხადო ცოტნე ივანიშვილის იმ აქტივობებს, რომლებიც ახალგაზრდებთან ღია დიალოგს, მათ ჩართულობასა და მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი საკითხების განხილვას ემსახურება

ცოტნე ივანიშვილი: ქართველებს გამორჩეულად გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, გამორჩეულად ვართ მიჯაჭვული ჩვენს ტრადიციებზე. მჯერა, მივაღწევთ იმას, რომ საქართველო იყოს მკაფიოდ წელში გამართული და არ არსებობდეს ქვეყნიდან წასვლის სურვილი