Bloomberg-ის მილიარდერთა სიაში აღარ იძებნება

“ქართული ოცნების” დამფუძნებელი და ბიზნესმენი Bloomberg-ის მილიარდერთა სიაში აღარ იძებნება.

პლანეტის 500 ყველაზე მდიდარ ადამიანს შორის არც ერთი ქართველი აღარაა. რამ გამოიწვია ბიზნესმენის და “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის სიიდან გაქრობა, როცა ჯერ კიდევ აპრილის დასაწყისში მისი ქონება 6.8 მლრდ დოლარი იყო და მსოფლიოს მილიარდერს შორის 418-ე ადგილს იკავებდა, უცნობია.

შეგახსენებთ, რომ მილიარდერების ინდექსი განაახლა Forbes-მაც, სადაც ბიძინა ივანიშვილის ქონება 2.7 მილიარდ დოლარამდე შეამცირა, რითაც ის რეიტინგში 1299-ე ადგილს იკავებს. მაშინ როდესაც 2024 წლის რეიტინგში 4.9 მილიარდი დოლარით იყო შეფასებული. განმარტებაში არ არის მითითებული თუ რამ განაპირობა ივანიშვილის ქონების შეფასების ასეთი მკვეთრი შემცირება.

შეგახსენებთ, 2024 წლის 27 დეკემბერს, შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა მილიარდერ ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – შიშვლდება ოპოზიციის დიდი ნაწილი ივანიშვილის წინაშე მოლაპარაკებების თხოვნით, პატიმართა შეწყალების ხვეწნით, არჩევნების იმედის გამოხატვით – უნდა შევწყვიტოთ მსხვერპლის და მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა

გია ხუხაშვილი – გორში ნახეთ სადიზმის დონე, ხელისუფლებას ვერ გადაუწყვეტია, წესიერ კაცს შეტენონ, რომ ტერორისტია, თუ ფორმალურად ვიღაცებს შეახოცონ ხელი – ნორმალურ ქვეყანაში მინიმუმ შს მინისტრი გადამდგარი იქნებოდა