ბიძინა ივანიშვილი – საქართველო რთული გამოწვევების წინაშე დგას, გეოპოლიტიკური ვითარება გართულდა, ასეთ პირობებში მცირე შეცდომაც კი ხელისუფლების მხრიდან ქვეყანას შეიძლება ძალიან ძვირად დაუჯდეს

დღეს საქართველო რთული გამოწვევების წინაშე დგას. ჩვენი ქვეყნის გარშემო გეოპოლიტიკური ვითარება გართულდა და გამოწვევებიც გაიზარდა. შესაბამისად, გართულდა ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულებაც. ასეთ პირობებში მცირე შეცდომაც კი ხელისუფლების მხრიდან ქვეყანას ძალიან ძვირად შეიძლება დაუჯდეს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ყრილობაზე განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს საქართველოს მთავარ საგარეო პოლიტიკურ ამოცანად ევროკავშირში ინტეგრაცია იკვეთება.
„დღეს საქართველო რთული გამოწვევების წინაშე დგას. ჩვენი ქვეყნის გარშემო გეოპოლიტიკური ვითარება გართულდა და გამოწვევებიც გაიზარდა. შესაბამისად, გართულდა ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულებაც. ასეთ პირობებში მცირე შეცდომაც კი ხელისუფლების მხრიდან ქვეყანას ძალიან ძვირად შეიძლება დაუჯდეს.
საქართველოს ეროვნული მიზნები შესრულებულად არსებითად მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება მივიჩნიოთ როცა ეროვნულ თვითმყოფადობას ბოლომდე დავიცავთ, სახელმწიფო სუვერენიტეტს სრულად აღვადგენთ, ქვეყანას გავაერთიანებთ და საგარეო პოლიტიკურ ამოცანებს შევასრულებთ. საქართველოს მთავარ საგარეო პოლიტიკურ ამოცანად დღეს ევროკავშირში ინტეგრაცია იკვეთება“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი და ერაყი ირანს პრეზიდენტის ვერტმფრენის ძიების სამუშაოებში დახმარებას სთავაზობს – თურქეთი კი ქვეყანაში ღამის ხედვის ვერტმფრენებს, მანქანებს და პერსონალს აგზავნის