ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბიძინა ივანიშვილი საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს 10 მლნ დოლარს გადასცემს – Reuters

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, მილიარდერი, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს 30 მლნ ლარს (10,7 მლნ აშშ დოლარს) გადასცემს. ეს გადაწყვეტილება ივანიშვილმა საქართველოს ნაკრების მიერ ევროპის ჩემპიონატის 1/8 ფინალში გასვლის შემდეგ მიიღო. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
„ქართული ოცნების“ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბიძინა ივანიშვილმა გუნდს პორტუგალიასთან გამარჯვება მიულოცა და საკუთარი საქველმოქმედო ფონდიდან მას ფული გამოუყო. ივანიშვილმა ჩვენი ფეხბურთელების გამარჯვებას „ისტორიული შედეგი“ და „ოცნების ასრულება“ უწოდა.
ივანიშვილის თქმით, კიდევ 30 მლნ. ლარს ის ქართველ ფეხბურთელებს ესპანეთზე გამარჯვების შემთხვევაში მისცემს, რომელსაც საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის 1/8 ფინალში დაუპირისპირდება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.