ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტს – ბაჩიაშვილზე რომ საუბრობთ, ელემენტარული კრიტიკული აზროვნება არა გაქვთ! – მას პასუხი არ სჭირდება! თუ მისი ინტერვიუ ნახეთ, იქ უკვე ყველაფერი იკითხება!

ბაჩიაშვილზე რომ საუბრობთ, ელემენტარული კრიტიკული აზროვნება არა გაქვთ! – მას პასუხი არ სჭირდება! თუ მისი ინტერვიუ ნახეთ, იქ უკვე ყველაფერი იკითხება! – ასე მიმართა ჟურნალისტს “ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა კითხვაზე, თუ რას უპასუხებდა გიორგი ბაჩიაშვილს.
თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში ბიძინა ივანიშვილის შესახებ ვრცლად ისაუბრა.
ბაჩიაშვილი პარლამენტის მიერ მიღებულ ე.წ. ოფშორების კანონს შეეხო და როგორც განაცხადა, ბიძინა ივანიშვილმა ერთ ოპერაციაში სახელმწიფოს დაახლოებით 400 მილიონი დოლარი მოპარა.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – „დიპ სტეიტის“ გეგმა საქართველოში საკუთარი აგენტურის გამოყენებით რუსოფობიის ხელოვნურად გაღვივებასთან დაკავშირებით არის ქვეყნის, ქართველი ხალხისა და მისი სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიტანილი შტურმის თვისებრივად ახალი ეტაპი