ბიძინა ივანიშვილი – მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობისგან“ უმძიმესი მემკვიდრეობა გვერგო, შეუძლებელი შევძელით და პრინციპულად გავაუმჯობესეთ მდგომარეობა ყველა სფეროში, ყველა მიმართულებით

2012 წლის 1 ოქტომბრის, ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში საქართველოს და ქართველი ხალხის უპრეცედენტო ერთიანობით, თავისუფლება დავიბრუნეთ და საფუძველი ჩავუყარეთ სამართლის უზენაესობასა და ადამიანის ღირსების პატივისცემაზე დამყარებული ქვეყნის მშენებლობას, – განაცხადა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, საარჩევნო კამპანიის თბილისში გამართულ შემაჯამებელ ღონისძიებაზე.
მისი განცხადებით, დღეს ქვეყანაში დაცულია ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, აზრისა და სიტყვის გამოხატვის თავისუფლება და შესაბამისად, ხალხიც თავისუფალია შიშისგან.
„საფუძველი ჩავუყარეთ სამართლის უზენაესობასა და ადამიანის ღირსების პატივისცემაზე დამყარებული ქვეყნის მშენებლობას, სადაც დაცულია ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, აზრისა და სიტყვის თავისუფლება; გვაქვს გაჯანსაღებული სასამართლო, დამოუკიდებელი მედია, ხელშეუხებელი ბიზნესი… შესაბამისად, ხალხი თავისუფლად სუნთქავს და აღარავის აქვს პოლიტიკური დევნის შიში. და მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობისგან“, მრავალი თვალსაზრისით, უმძიმესი მემკვიდრეობა გვერგო, პრაქტიკულად, შეუძლებელი შევძელით და პრინციპულად გავაუმჯობესეთ მდგომარეობა ყველა სფეროში, ყველა მიმართულებით“,- აღნიშნა ივანიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – გუშინდელ მოვლენებს ერთი რამ აერთიანებს: სამიზნე იუმორია – ანუ ის, რამაც საბჭოთა რეჟიმის დროს საზოგადოებას უმძიმესი დღეები გადაატანინა და რაც ჩვენი ხასიათის ნაწილია, უნდა ამოიძირკვოს – რუსის ოცნება!

სტეფანე: ქვეყანა აქციეს ჯოჯოხეთად. ყველა ვინც ამ პროპაგანდაში მონაწილეობთ, მნიშვნელობა არ აქვს პროფესიას. მაგ პროპაგანდისტულ არხებზე, წამყვანი იქნება, პროდიუსერი, მუსიკოსი თუ სხვა… ყველას თქვენი წვლილი გაქვთ ამ ყველაფერში