ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბიძინა ივანიშვილი: მე უკვე დასანქცირებული ვარ, მაგრამ ძალიან კარგად ვარ, ყველაფერი საკმარისად მაქვს და ნახეთ, რომ პოლიტიკაშიც დავბრუნდი, რომ კიდევ ქვეყანას დავეხმარო

ბიძინა ივანიშვილი: მე უკვე დასანქცირებული ვარ, მაგრამ ძალიან კარგად ვარ, ყველაფერი საკმარისად მაქვს და ნახეთ, რომ პოლიტიკაშიც დავბრუნდი, რომ კიდევ ქვეყანას დავეხმარო
უკვე დასანქცირებული ვარ, მაგრამ ძალიან კარგად ვარ, ყველაფერი საკმარისად მაქვს და ნახეთ, რომ პოლიტიკაშიც დავბრუნდი, რომ კიდევ ქვეყანას დავეხმარო, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა დღეს ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ჩემმა ადვოკატებმა თქვეს, რომ გაგიხარდეთ, ვისაც გიხარიათ, რომ მე რეალურად სანქცირებული ვარ. ყველაზე უხეში მეთოდებითა და გზებით, ყოველგვარი კანონის გვერდის ავლით, მე უკვე, რაც დაიწყო უკრაინის ომი, იქიდან ერთ თვეში ყველა აქტივი გამიჩერეს და სასამართლოებში მატარებენ. რეალურად, სანქცირებული ვარ, ამიტომ ოპოზიცია ტყუილად ღელავს და მღელვარებს ამ დროს, რომ დაასანქცირეთ, დაასანქცირეთო. უკვე დასანქცირებული ვარ, მაგრამ ძალიან კარგად ვარ, ყველაფერი საკმარისად მაქვს და ნახეთ, რომ პოლიტიკაშიც დავბრუნდი, რომ კიდევ ქვეყანას დავეხმარო“,- აღნიშნა ივანიშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.