არქივი27 დეკემბერი, 2023, 19:24
ბიძინა ივანიშვილი კიდევ გამდიდრდა | ოლიგარქის ქონება 2023 წელს 855 მლნ დოლარით გაიზარდა
ღარიბი ქვეყნის მდიდარი ოლიგარქი - გავლენიანი საერთაშორისო გამოცემა "ბლუმბერგი" ბიძინა ივანიშვილის ქონებაზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს, საიდანაც დგინდება, რომ ივანიშვილი ბოლო 10 წლის განმავლობაში რეკორდულად გამდიდრდა. ოლიგარქის ქონებამ წელს ყველაზე მაღალ ნიშნულს, 6 მილიარდზე მეტ დოლარს მიაღწია. "ქართული ოცნების" დამფუძნებლის ქონება ინდექსის აღრიცხვიდან ყველაზე დიდია და ის 2023 წლის განმავლობაში 855 მილიონი დოლარითაა გაზრდილი.
არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.