ბიძინა ივანიშვილი დღესაც არის დე-ფაქტო სანქციების ქვეშ, თუმცა ვერც ეს დე ფაქტო სანქციები ვერ აიძულებს მას, გადადგას ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯი

ბიძინა ივანიშვილი დღესაც არის დე-ფაქტო სანქციების ქვეშ, თუმცა ვერც ეს დე ფაქტო სანქციები ვერ აიძულებს მას, გადადგას ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯი
ბიძინა ივანიშვილი დღესაც არის დე-ფაქტო სანქციების ქვეშ, თუმცა ვერც ეს დე-ფაქტო სანქციები ვერ აიძულებს მას, გადადგას ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ0მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, სანქციების საკითხით შანტაჟი არ არის აქტუალური.
„რაც შეეხება ნიუ-იორკში ვიზიტს. ვიზიტი ხორციელდებოდა გაეროს ფორმატში და ამ ვიზიტს ჰქონდა თავისი ვიწრო მიზანი. რაც შეეხება კომუნიკაციას, ჩვენ გვქონდა ელჩის მეშვეობით კომუნიკაცია, მომავალშიც მზად ვართ, რომ გავაგრძელოთ ელჩის მეშვეობით კომუნიკაცია.
რაც შეეხება სანქციებს, ჩვენთვის საერთოდ არ არის ეს საინტერესო თემა. თუ ვინმესთვის შეიძლება პრაქტიკული კუთხით, ფინანსური კუთხით აქტუალური იყოს სანქციები, ეს არის ბატონი ბიძინა ივანიშვილი. ის არის დღესაც დე-ფაქტო სანქციების ქვეშ, თუმცა ვერც ეს დე-ფაქტო სანქციები ვერ აიძულებს მას, უკვე ორ წელიწად ნახევარია, გადადგას ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯი.
შესაბამისად, ვერავითარი ფორმალური სანქციებით ბიძინა ივანიშვილს ვერ დააშანტაჟებ. სხვა მიმართულებითაც არ არის აქტუალური ასეთი შანტაჟი. აქედან გამომდინარე, ვიღაცეებმა რამდენიც არ უნდა ისაუბრონ სანქციებთან დაკავშირებით, ჩვენთვის ეს არის არასერიოზული და არ არის საინტერესო. ღირსების საქმეა, როდესაც გაშანტაჟებენ ფინანსური საკითხებით და ამ კუთხით შეიძლება იყოს საინტერესო“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველო სამხრეთ კავკასიის და შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია, ეს კი ხელსაყრელ პოზიციაში გვაყენებს იმისათვის, რომ ცენტრალური აზია და ევროპა ერთმანეთს კიდევ უფრო მეტად დაუკავშირდეს

ირაკლი კობახიძე – სამხრეთ კავკასიის მომავალს წარსულში გავლებული გამყოფი ხაზები არ უნდა განაპირობებდეს, დღეს ჩვენ ვხედავთ რეალურ შესაძლებლობას, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ უფრო მშვიდობიანი და ურთიერთდაკავშირებული რეგიონის მშენებლობა, რაც ეხმიანება ჩვენს საერთო მისწრაფებას – შევქმნათ უკეთესი მომავალი

ირაკლი კობახიძე – გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე გამოსვლისას გავაჟღერეთ ჩვენი მთავარი გზავნილები, შევეხეთ ყველა ეროვნულ საკითხს, ჩვენი ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის საუბარი გვქონდა ერთ-ერთ უმთავრეს ეროვნულ გამოწვევაზე, რაც არის ჩვენი ქვეყნის ისტორიული რეგიონების ოკუპაცია

პრემიერი – მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო იმ დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, ხან მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს ხოლმე აქციებს და თავად ხედავენ, რომ წარუმატებლობისთვის არის მათი ეს აქციები განწირული