ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბიძინა ივანიშვილი დღევანდელ ქართულ პოლიტიკაში ყველაზე მძიმეწონიანი ფიგურაა - ბექა დავითულიანი

გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს. ყოფილმა გუნდელებმა გიორგი გახარიას უთხრეს, რომ ახლა სხვა ლიგაშია და დებატებში სხვა რანგის პოლიტიკოსები უნდა გამოიწვიოს.
პარტია "საქართველოსთვის" ლიდერს "ქართული ოცნების" წევრებმა მოღალატე კიდევ ერთხელ უწოდეს.
"ბიძინა ივანიშვილი, დღევანდელ ქართულ პოლიტიკაში ყველაზე მძიმეწონიანი ფიგურაა, ნებისმიერ ოპოზიციონერს აქვს შანსი, გამოიწვიოს ის დებატებში და თუკი ეს დებატები შედგება, ეს ოპოზიციონერი რაღაცნაირად თავის თავს შემატებს წონას. თუმცა, ალბათ, ეს არ მოხდება.
როდესაც ნიკა მელიას იმუნიტეტის მოხსნის საკითხი დადგა უმრავლესობაზე, მე პირადად ვამბობდი, რომ ეს არ გაგვეკეთებინა, მაშინ გიორგი გახარია იყო პრემიერ-მინისტრი და მე მას ვუმტკიცებდი, რომ ასე ჩვენ სახელმწიფოს ვანგრევდით, დაგვარწმუნა ყველა, რომ უნდა მოგვეხსნა მისთვის იმუნიტეტი. როდესაც მოვუხსენით იმუნიტეტი, მეორე დღეს თვითონ გადადგა და თქვა, არ შეიძლება ამის გაკეთებაო," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე ბექა დავითულიანი.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.