ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბიძინა ივანიშვილი და მისი მეუღლე, ეკატერინე ხვედელიძე ელდარ შენგელაიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ

ბიძინა ივანიშვილი და მისი მეუღლე, ეკატერინე ხვედელიძე ელდარ შენგელაიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი და მისი მეუღლე, ეკატერინე ხვედელიძე კინორეჟისორ ელდარ შენგელაიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ. სამძიმრის წერილი „ქართული ოცნების“ „ფეისბუქ“ გვერდზე ვრცელდება.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ლეგენდარული ქართველი კინორეჟისორის, ელდარ შენგელაიას გარდაცვალების გამო.
ელდარ შენგელაია იყო ადამიანი, რომელმაც თავისი შემოქმედებით ქართული ხელოვნება გაამდიდრა და გაამრავალფეროვნა, ქართველი ხალხის გულებსა და ცნობიერებაში კი, წარუშლელი კვალი დატოვა.
ელდარ შენგელაიას გარდაცვალება დიდი დანაკლისია არა მხოლოდ ქართული კინოსთვის, არამედ, მთელი ქვეყნისთვის.
გულწრფელ სამძიმარსა და თანაგრძნობას ვუცხადებთ დიდი რეჟისორის ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებს და მთელს ქართულ საზოგადოებას“,- ნათქვამია სამძიმრის წერილში.
ქართველი კინორეჟისორი ელდარ შენგელაია 92 წლის ასაკში გარდაიცვალა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.