ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყანაში მშვიდობის, კეთილდღეობისა და სტაბილურობის გარანტია და ცალსახაა თუ რატომ არის მკვლელობის მცდელობის ადრესატი

როგორც მსოფლიოში, ისე ჩვენი ქვეყნის შიგნით მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე ცალსახაა თუ რატომ არის ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მცდელობის მომზადების ადრესატი – ადამიანი, რომელიც ამ ქვეყანაში მშვიდობის, კეთილდღეობისა და სტაბილურობის გარანტია, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ არჩილ გორდულაძემ.
დეპუტატმა კომენტარი გააკეთა სუს-ის გამოძიებასთან დაკავშირებით.
„არსებობენ ადამიანი, რომელთა მთავარი მზიანია, რომ ამ ქვეყანაში დესტაბილიზაცია შემოიტანონ, შესაბამისად, არ გვიკვირს, რომ ასეთი საქმე ჩვენთანაც მზადდებოდა. ამავე დროს, „ქურდს ქუდი ეწვისო“ – ეს ოპოზიციონერები ასე დღეში არიან ჩავარდნილები და ყველანაირად ცდილობენ, რომ როგორმე მიაჩუმათონ ან გაბლარონ ეს ამბავი ნიუსფიდში“, – აღნიშნა გორდულაძემ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე გამოძიებას განაგრძობს. სავარაუდოა, რომ მოწმის სტატუსით დაბარებული პირების გამოკითხვა დღესაც გაგრძელდება.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.