ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბიძინა ივანიშვილი - ადამიანმა არ უნდა იცოდეს, ვინ არის, ეს არის დამონების უახლესი იარაღი - 5 წუთის წინ კაცი ხარ და შეგიძლია თქვა: არა, მე უკვე ქალი ვარ, შენ უკვე არ იცი ვინ ხარ და სამართავად იოლი ხარ

ბიძინა ივანიშვილი - ადამიანმა არ უნდა იცოდეს, ვინ არის, ეს არის დამონების უახლესი იარაღი - 5 წუთის წინ კაცი ხარ და შეგიძლია თქვა: არა, მე უკვე ქალი ვარ, შენ უკვე არ იცი ვინ ხარ და სამართავად იოლი ხარ

ადამიანმა არ უნდა იცოდეს, ვინ არის, ეს არის დამონების უახლესი იარაღი - 5 წუთის წინ კაცი ხარ და შეგიძლია თქვა: არა, მე უკვე ქალი ვარ, შენ უკვე არ იცი ვინ ხარ და სამართავად იოლი ხარ , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ,,იმედის’’ ეთერში განაცხადა, როდესაც ისაუბრა ე.წ. ლგბტ პროპაგანდასთან დაკავშირებულ კითხვაზე.
მისი თქმით, „ეს არის დაპყრობის საუკეთესო და ყველაზე თანამედროვე იარაღი და ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ“.
"ის, რომ ოპოზიცია ამას ასე მარტივად გვაყრის, „ქართულმა ოცნებამ“ მოიგონაო, უამრავი მაგალითია, ვისაც დანახვა უნდა. ეს არის ძალიან სახიფათო. მე ამ საზოგადოების წინააღმდეგი არაფერი მაქვს, ესენი ჩვეულებრივი ადამიანები არიან, ეს არახალია, სოკრატეს დროიდან და უფრო ადრე იხსენებენ, ვიდრე ადამიანი არსებობს. ასეთები იყვნენ, მაგრამ მიდის ამის აგიტაცია და აგიტაციის ფონზე, მაქსიმალურად გეომეტრიული სისწრაფით იზრდება საზოგადოების ეს ნაწილი. ჩვენ ეს არ გვინდა. ჩვენ გვიცავს, მადლობა ღმერთს, ჩვენი მართლმადიდებლობა, ჩვენი ქრისტიანობა და ჩვენი ეკლესია, ჩვენი საზოგადოება და ჩვენი ისტორიული მახსოვრობა და ამ მხრივ მგონი, რომ კარგად ვუმკლავდებით“, - აღნიშნა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, ლგბტ პროპაგანდის დედა აზრი არის ის, რომ ადამიანმა არ უნდა იცოდეს ის ვინ არის.
„რასაც გეტყვიან ის უნდა დაიჯერო, მაშინ ხარ ლიბერალი, თორემ შენ თუ შეეწინააღმდეგე…აგერ, ერთ-ერთი ქვეყნის, ძალიან დიდი და განვითარებული ქვეყნის ვიღაც მასწავლებელი ამბობს, ორი სქესიაო - თავის აზრს ამბობს, არ არის მეტიო - ციხეში ჩასვეს. არის ასევე ძალიან განვითარებული ქვეყანა ევროპაში, [სადაც] უარყოფით კონტექსტში კი არა, საეჭვოდ რომ მოიხსენიო ეს საზოგადოება და მეორემ გიჩივლოს - ციხეში დაგიჭერენ. ამისი დედა აზრი არის ის, რომ ადამიანმა არ უნდა იცოდეს, ის ვინ არის და ეს არის დამონების უახლესი იარაღი.
ჰაქსლი ნახეთ „საოცარი ახალი სამყარო“ , ამ წიგნში უკვე არის, რომ საბავშვო ბაღში ბავშვებს სექსუალური თამაშები აქვთ, ერთი პარტნიორი არაფრით არ შეიძლება, ჰყავდეს და ა.შ....აგერ რეალობაა დღეს ეს უკვე, საბავშვო ბაღებში შეიტანეს. ჯერ კიდევ ფორმალურად ვითომ პედოფილიას ებრძვიან, მაგრამ ნახეთ, ისევ ქვეყნების დასახელებას თავს ვარიდებ, მაგრამ ბავშვებს საბავშვო ბაღებში როგორი სათამაშოები აქვთ, როგორ გაკვეთილებს უტარებენ.
აი, კიდევ ერთი მაგალითი, მოზარდს შეუძლია, გამოიცვალოს სქესი, გაიკეთოს რთული ოპერაცია, ისე, რომ მშობლებს არ შეუთანხმოს. როგორ წარმოგიდგენიათ? და მშობლები თუ წინააღმდეგი წავიდნენ, ციხეში დაიჭირეს, ამის მაგალითებიც ძალიან ბევრია საკუთარ შვილს რომ ოპერაცია არ გაუკეთეს. აი, ის მარტივი პროპაგანდა, რასაც გამოდიან დღეს და ასე უსინდისოდ აცხადებენ ჩვენი ოპოზიციის წარმომადგენლები, რომ რა მოხდა რა გვაქვს აქ დასაცავი? - არაფერიც არ არის, მოიგონა „ქართულმა ოცნებამ“ და ეს ახირებაა „ქართული ოცნების“. ეს იწყება მცირეთი, მარტივად ქუჩაში გამოსვლით, უამრავი მაგალითია, სად მიდის ეს, საბოლოო ჯამში.
ისეთმა პოლიტიკოსებმა, ისეთი ქვეყნიდან განაცხადეს, ქალი ხარ თუ კაციო, შეურაცხყოფას ნუ მიაყენებ სხვასო, არ იცისო, ჯერ ქალია თუ კაციაო, ბიჭია თუ გოგოაო, - არაო, ეს მერე თვითონ უნდა გაიგოსო და თანაც დღეში უკვე ხუთჯერ შეგიძლია გამოიცვალო, 5 წუთის წინ კაცი ხარ და შეგიძლია თქვა, რომ არა, მე უკვე ქალი ვარ. აი ესაა, რომ შენ უკვე არ იცი, ვინ ხარ და სამართავად ხარ იოლი“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.