არქივი26 დეკემბერი, 2024, 19:25
ბიძინა ივანიშვილის ქონების ღირებულებამ 7,55 მილიარდს მიაღწია

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ქონების ღირებულებამ 7,55 მილიარდ დოლარს მიაღწია, იტყობინება „ბლუმბერგი“.
სააგენტომ განახლებული მონაცემები მსოფლიოს მილიარდერებზე 26 დეკემბერს გამოაქვეყნა.
ამგვარად, „ბლუმბერგის“ შეფასებით, ივანიშვილის ქონების ღირებულებამ, ათვლის მანძილზე, უმაღლეს ნიშნულს მიაღწია.
არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.