არქივი1 აპრილი, 2025, 16:22
ბიძინა ივანიშვილის ქონება თითქმის განახევრდა და $2.7 მლრდ გახდა - Forbes

Forbes-ის თანახმად, ბიძინა ივანიშვილი $2.7 მილიარდს ფლობს, რაც მისი ქონების რეკორდულად შემცირებული მაჩვენებელია.
გამოცემის ინფორმაციით, ივანიშვილმა, Forbes-ის მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა სიაში 1362-ე ადგილს გადაინაცვლა.
ბიძინა ივანიშვილის ქონება 2024 წლის რეიტინგში 4.9 მილიარდი დოლარით იყო შეფასებული. გამოცემის განმარტებაში არ არის მითითებული თუ რამ განაპირობა ივანიშვილის ქონების შეფასების ასეთი მკვეთრი შემცირება.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.